რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, 9 აპრილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადია თავისუფლებისთვის, რომლის მონაპოვარია დღეს ქვეყნის თანამედროვე დამოუკიდებლობა.

,, ეს იყო იდეის გარშემო გაერთიანებული საქართველო, რომელიც შეეწინააღმდეგა რეპრესიულ რეჟმს, რომელმაც სასტიკად დაარბია, დასაჯა ქართველი ხალხი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. მადლობა თავისუფლებისთვის!’’, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ფოთში, 9 აპრილის ხეივანში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.

Print