ახალი ამბები
წალენჯიხაში წიგნის ფესტივალი გაიმართება
წალენჯიხა ივნისში წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ რეაბილიტირებული ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ფესტივალის ორგანიზებას კი წალენჯიხის მერიასთან ერთად ე.წ. მეგობართა კლუბი უზურნველყოფს, რომელიც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განხოციელებას გეგმას.

„წალენჯიხა უნდა გავხადოთ რეალური კულტურულ-საგანმანათლებლო ჰაბი, აქ მაისში გაიხსნება აიტი სკოლაც, იგეგმება თეატრალურის სარდაფისა და მუსიკალური სკოლის მოწყობაც, თუმცა შენობა, სადაც ამის გაკეთებას ვგეგმავთ, თხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე არ გაიტანა“, - აღნიშნა ხარჩილავამ.

წალენჯიხაში „მეგობართა კლუბის“ ხელმძღვანელმა და „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათი მხარდაჭერით რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა, რომელიც „საბაზე“ ნომინირებული წიგნებით შეივსო, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 


Print