ახალი ამბები
აბაშაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
აბაშაში გუშინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პოლიციამ ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გიორგი კიკაბიძის გარდაცვალების მიზეზი. 

მას ოჯახის წევრები და ახლობლები გუშინ საღამოდან ეძებდნენ

შს სამინისტრომ გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
Print