ახალი ამბები
აღდგომის დღეებში ზუგდიდის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
მიმდინარე წლის 24 და 25 აპრილს, აღდგომასა და მომდევნო ორშაბათს, ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფალაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს. ინფორმაციას ააიპ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ავრცელებს.

მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 8:00-დან 15:00 საათამდე 8 სასაფლაოს მიმართულებით 6 მარშრუტს შეასრულებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე იხილოთ.





Print