ახალი ამბები
იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ჯ.-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, პოლციიამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლშიც ამოიღეს. სულ დაკავებულია 7 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print