ახალი ამბები
სოჭი - გაგრის მიმართულებით ტურისტული მატარებლის მოძრაობა განახლდა
30 აპრილიდან სოჭსა და გაგრას შორის ტურისტულმა მატარებელმა განაახლა მოძრაობა, ინფორმაციას აფხაზური მედიასაშუალებები ავრცელებენ, სოჭის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, მატარებლის ვაგონების დიზაინი 70-80-იანი წლების სტილშია შესრულებული. ამავდროულად, მას აქვს ჩამრთველები, კონდიციონერი და USB კონექტორები სმარტფონების დასატენად.

აღნიშნული მატარებლით რუსი ტურისტები ტუაფსედან - გაგრაში და და გაგრიდან ტუაფსეში კვირაში ოთხჯერ იმგზავრებენ. ამავე ინფორმაციით, გათავლისწინებულია შემოკლებული მარშრუტიც, სოჭი - გაგრის მიმართულებით, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება.

ტურისტული მატარებელი რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის, სხვადასხვა პერიოდში, 2020 წლიდან კურსირებდა.


Print