გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წლის თავზე მისი ოჯახის წევრები საფლავზე შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც ჟურნალისტებს გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტია ჭანტურიამ უთხრა, მისი სურვილია, რომ მისი შვილის მკვლელობამ უკვალოდ არ ჩაიაროს და მსხვერპლი უშედეგო არ იყოს. ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი ამ დრომდე დასჯილი არ არის.
"ექვსი წლის თავზეც იგივეს ვამბობ, რაც პირველ დღეებში. მიუხედავად იმისა რომ გასამართლებულია ჩემი შვილის მკვლელი, მისი დაკავების ამბავი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ამ ექვსი წლის მანძილზე მიწევს ერთი და იგივე აზრის ჩამოყალიბება და თქმა, ამიტომ ერთს ვისურვებდი მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა უკრაინელ, ვაჟკაც ხალხს და გვეთქვას ჩვენ ყველას, ბიჭები ტყუილად არ წირავენ თავიანთ სიცოცხლეს. უფლის ნებით, ალბათ, ყველაფერი გადაიჭრება. რამდენად გადაიჭრება ჩემი შვილის მკვლელის ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ უკვალოდ არ ჩაიაროს მის სიკვდილის. იმიტომ, რომ ჩემს შვილს თავისი ქვეყანა უყვარდა, თავისი აფხაზეთი უყვარდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა თავის შვილებს იქ გაზრდიდა. ის ამას ვერ მოესწრო, მაგრამ ის დღე გათენებულიყოს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვეტილიყოს, ამის მომსწრე ყიფილიყავით შვილებო თქვენ!",-თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.
დღესვე გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლებმა.
"ჩვენი ქვეყნის დამოკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ და საუბედუროდ დღემდე საქართველოში მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ არაერთი ჩვენი გამორჩეული და ღირსეული მამულიშვილი შეიწირა. 6 წლის წინ გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა საოკუოაციო რეჟიმის სისატიკე და დამნაშავეობრივი სახე. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, რომელიც უმძიმეს განსაცდელშია ახალგაზრდა ვაჟკაცის უსამართლოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გამო, რაც მთელი ქვეყნის ტკივილიც და ტრაგედიაცაა. ჩვენ მთელი შემართებით და ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენს საერთაშორისო პრტნიორებთან ერთად ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, ჩვენს ხელთ არსებული ფორმატის გამოყენებით, მანამ სანამ, აღსრულდება სამართალი, სანამ დაისჯებიან მკვლელები, სანამ დასრულდება ოკუპაცია და გაერთიანდება ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება, რის გამოც დაიღვარა ჩვენი ძმების სისხლი”,- განაცხადა მინისტრმა.
გიგა ოთხოზორიას ხურჩაში მკვლელობიდან დღეს 6 წელი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები