ახალი ამბები
ცაიშის ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია გაიყიდა
ზუგდიდის სოფელ ცაიშის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია და რეზერვუარების შენობები შპს "ცაიშის კურორტმა" 346 000 ლარად შეიძინა. შესაბამისი ელექტრონული აუქციონი გუშინ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 20 094 კვ.მ-ზე მდებარე რეზერვუარები და მიწის ნაკვეთი გასაყიდად 10 მაისს გაიტანა.

ელექტრონული აუქციონის პირობებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში გამარჯვებულმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2018 წელს დაფუძნებული "ცაიშის კურორტის" დირექტორი ბიზნესმენი მამუკა კვირკვიაა. შპს-ის 90% წილს "ლაზეთი გრუპი", ხოლო 10% წილს დავით ქირია ფლობს. თავის მხრივ, "ლაზეთი გრუპის" 51% მამუკა კვირკვიას, ხოლო 49% რუსეთის მოქალაქე ლალიტა შარვაშიძეს მფლობელობაშია. სწორედ აღნიშნული შპს-ის საკუთრებაშია დადიანების სასახლის ეზოში არსებული ქონებასაც. გარდა ამისა, კვირკვია და მის მიერ დაფუძნებული "ლაზეთი გრუპი" წილებს ფლობენ შემდეგ შპს-ებში: "ლაზეთი 2017", "ენგური 2017" და "შპს ლაზეთი".


ამავე თემაზე: 

ცაიშის ყოფილი სანატორიუმის შენობა და მიწის ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ეკონომიკის სამინისტრო ცაიშის ბალნეოლოგიურ კურორტს გაყიდის

სათბურების სოფელი (ვიდეო)

გეოლოგები: ცაიშის თერმული წყლები საკმარისია მთელი ზუგდიდის გასათბობად (ვიდეო)
Print