ისევ გამოცხადდა აუქციონი ზუგდიდის ბოტანიკურში კაფე-რესტორნის მოწყობაზე
16:19 / 30.05.2022
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა" კიდევ ერთხელ გაიტანა აუქციონზე ბაღის ადმინისტრაციის შენობის ის ნაწილი, რომელიც იჯარის წესით უნდა გასცეს.
საწყისი წლიური ქირის თანხა კვლავ 54 ათასი ლარით განისაზღვრა.
გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქონება პრეტენდენტმა მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის. აუქციონი 10 ივნისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები