ახალი ამბები
ენმ-ს წევრმა სენაკის საკრებულო დატოვა
სენაკის საკრებულო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვახტანგ წურწუმიამ დატოვა. შესაბამისი განცხადება სენაკის საკრებულოში დღეს დარეგისტრირდა, ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხვია რუსიამ დაუდასტურა.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, მათ შორის, გაიმართება თუ არა ვადამდელი არჩევნები თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში. წურწუმიას ამ გადაწყვეტილებით სენაკში ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს.

ცოტა ხნით ადრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ "ქართული ოცნება" მათი თანაპარტიელის მიმართ ზეწოლაში დაადანაშაულა. პარტიის მტკიცებით, თეკლათის მაჟორიტარი ვახტანგ წურწუმია გაუჩინარებული იყო და მმართველი ძალა მასზე ზეწოლას ცდილობდა.


ამავე თემაზე: 

ენმ-ს მტკიცებით, სენაკში მათი თანაპარტიელი გაუჩინარდა

TI: სენაკში საკრებულოს ხელახალი არჩევნები „ქართული ოცნების“ ინტერესებშია

სენაკის საკრებულოში ხელოვნური კრიზისი მოქალაქეების არჩევანის შესაცვლელად გრძელდება, - სიჭინავა
Print