ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული აბაშელი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული აბაშელი 41 წლის გიორგი გრიგოლია სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დედის გვერდზე დაკრძალეს. ცერემონიის ბოლოს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. დაღუპულის ხსოვნას პატივი ახლობლების გარდა სასულიერო პირებმა, აბაშელებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს.



გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში 31 მაისს დაიღუპა. მის გარდა უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 15 ქართველი შეეწირა.
Print