ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მანქანა აუქციონზე იყიდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება უპირობო ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მათი საწყისი ფასები 3 300-დან 30 000 ლარამდე მერყეობს. ჯამში ამ ეტაპზე 5 მანქანა იყიდება. 

MITSUBISHI CHARIOT GRANDIS, გამოშვების წელი 2000 - საწყისი ფასი 8 000 ლარი; 

SUBARU B9 (TRIBEKA)
, გამოშვების წელი 2006 - საწყისი ფასი 10 000 ლარი;

WOLKSWAGEN AMAROK (PICK-UP), გამოშვების წელი 2011 - საწყისი ფასი 30 000 ლარი;

WOLKSWAGEN AMAROK (PICK-UP), გამოშვების წელი 2011 - საწყისი ფასი 30 000 ლარი;

ავტომანქანა "უაზი", გამოშვების წელი 2005 - საწყისი ფასი 3 300 ლარი;

მერიაში განმარტავენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ძველი და ხარჯიანია, მათი გაყიდვის შემდეგ კი გადაწყდება, შეიძენს თუ არა მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ახალ, შედარებით ეკონომიურ მანქანებს. 

აუქციონი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Print