პროექტმა "გავიცნოთ ცაიშის სამაროვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა" კულტურის სამინისტროს კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
მათ შორის ერთ-ერთი ზუგდიდში, სოფელ ცაცხვის ტერიტორიაზე განხორციელდება და ცაიშის სამაროვანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილეობას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო და 5 კერძო სკოლის მოსწავლეები და აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 4 უფროსკლასელი მიიღებს.
პროექტს ზუგდიდის მერია განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები