რეგიონი
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის მძიმეა ერთ-ერთი  ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, რომელსაც, სავარაუდოდ, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
Print