ახალი ამბები
ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სოხუმის მიერ "ბიჭვინთის აგარაკების" მოსკოვისთვის გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, ის რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

".. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. მიუხედავად აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას.

მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარებას, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი", - აცხადებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია. მისივე თქმით, ისინი "ობიექტს არა ბიზნეს სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ, ისეთ ხელმძღვანელს გადასცემენ, რომელმაც, ძალიან ბევრი გააკეთა აფხაზეთისთვის".

სხვა განცხადება ქართულ მხარეს "ბიჭვინთის აგარაკების" გასხვისებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





Print