ახალი ამბები
ოჩამჩირეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცები ემსხვერპლნენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ოჩამჩირის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაიღუპა. გარდაცვლილები 27 და 28 წლის მამაკაცები არიან. 

თვითმხილველების ინფორმაციით,სოფელ მერკულას ტერიტორიაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა და 1 მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
Print