ახალი ამბები
მეუფე სტეფანე მრევლს: მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები
"მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები, იმიტომ, რომ რეალურად, უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება", - ასე მიმართა მრევლს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო წირვაზე. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ უკრიანის გამარჯვებებს საქართველოს გამარჯვებებიც უკავშირდება და დასძენს, რომ ტყუილია, თითქოს, ის და მისი თანამოაზრეები რუსეთის პოზიციას იზიარებენ.

"თავიდანვე" როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, ვთქვი, რომ ესაა დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთის ხელისფლებამ და არ დარჩება ასე უბრალოდ, შეუძლებელია, პასუხი არ გაეცეს, ვერ გაიმარჯვებს რუსეთი, რადგან ისევე უსამართლოდ მოიქცა, როგორც ჩვენ მიმართ. უწმინდესმა უთხრა რუსეთის ხელისუფლებას ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო და ახლა მართლა ასეა. მძიმე ვითარება აქვთ, რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში იყოს არეულობა იმ მარცხის გამო, რომელიც მათ აქვთ. მე პროპაგანდას არ ვუყურებ. შეიარაღებული შეჭრა, ხალხის ხოცვა, ეს წარმოუდგენელია და ტყუილია, რომ რუსეთის მომხრეები ვართ.

დღეს ვინც შანტაჟში ამყოფებს მსოფლიოს, ვინც ატომის გამოყენებით იმუქრება, ის ადამიანები ქვეყნის და მსოფლიოს მტრები არიან. ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს და არ ვასარგებლოთ მათ ამით.

ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი, დაასრულოს ომი უკრაინაში თავის საზღვრების აღდგენით. ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და უფალს ვთხოვთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება და აღარ იყოს ეროვნული ცნობიერება იყოს შებღალვა ვინმეს ძალმომრეობით", - აღნიშნა მეუფემ.

Print