ახალი ამბები
წებელდის პოლიგონზე წვრთნები გაიმართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წებელდის პოლიგონზე, "სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გაიმართა", რეზერვის 1 - ლი მსროლელი პოლკის პერსონალთან კოორდინაციის მიზნით"
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სარეზერვო ფორმირების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი შემადგენლობის მომზადების პრაქტიკა გაიარეს და საბრძოლო მომზადების სტანდარტული ნორმატივები ჩააბარეს.

მანამდე, 3 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.



Print