ახალი ამბები
აბაშაში მაღაზიიდან 60 ლარი და სიგარეტები მოიპარეს
აბაშაში, ქალაქის ცენტრში, სავარაუდოდ, წუხელ, სურსათის მაღაზია გაქურდეს. ობიექტი მეპატრონეებს დილით გაქურდული დახვდათ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები და 60 ლარი.


ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
Print