ახალი ამბები
წლის მესამე კვარტალში რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ აფხაზეთში ჩადიოდნენ - რუსეთის უშიშროება
მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, "რუსეთიდან საზღვარგარეთ განხორციელებულ მოგზაურობათა თითქმის 70% აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაზე, თურქეთზე, ყაზახეთზე, საქართველოსა და ფინეთზე მოდის", - ინფორმაციას რუსული გამოცემა РБК აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სტატისტიკაზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, მესამე კვარტალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მგზავრობათა რაოდენობა 2.5 მილიონამდეა, მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონით, სადაც ФСБ -ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები, ძირითადად, ტურისტული მიზნით ჩადიოდენენ. მას მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.

ყაზახეთი ყველაზე პოპულარულ მიმართულებათა სამეულშია, აღნიშნულ პერიოდში, იქ რუსეთიდან წასული თითქმის 1,3 მილიონი ადამიანი ჩავიდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში, რომელსაც აფხაზეთის რეგიონის გარეშე ახსენებს, ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, დაახლოებით 460 000-ჯერ, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე სტატისტიკით, 2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრების რიცხვი იყო 9.7 მილიონზე მეტი, რაც მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში რუსეთიდან გამგზავრებული მოქალაქეები საზღვარს ავტომობილით კვეთდნენ - 1 მილიონი მგზავრობა, თვითმფრინავით - 119000 , მატარებლით - 97000,  საზღვარი ფეხით გადაკვეთა 30000 ადამიანმა გადაკვეთა.

სექტემბერში, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის გამოც, რუსეთი ათეულობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.


Print