ახალი ამბები
მერია ზუგდიდის საახალწლო დეკორაციებზე 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
ზუგდიდის საახალწლო გაფორმებისათვის საჭირო გასანათებელ მოწყობილობებზე, დეკორაციებსა და აქსესუარებზე მერიამ 216 077 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკურ აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ შესყიდვის ობიექტებია ნეონის განათების მილები, ლედ-მანათობლები, ბოძებზე დასამონტაჟებელი დეკორატიული განათებები და სხვა. 

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ საახალწლო დეკორაციების მოწყობა-მონტაჟი ქალაქის ცეტნრალურ ქუჩებზე, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. 

გასულ წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯა.
Print