ახალი ამბები
14 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ მოზარდს ბრალს დღეს წარუდგენენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება 17 წლის მოზარდი, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ე.ც.-ს ბრალს საღამომდე წარუდგენენ, რადგან სწორედ დღეს იწურება 48 საათიანი ვადა. მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 

დანაშაული ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონის ტერიტორიაზე 2 დღის წინ მოხდა. 30-ზე მეტ არასრულწლოვანს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 17 წლის პირი

განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება ზუგდიდში მოზარდის დაჭრის ფაქტზე

ზუგდიდში მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

Print