ახალი ამბები
We ConnAct - ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
"ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ფოტოგამოფენა "We ConnAct" გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სოხუმსა და ზუგდიდში მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტოების დათვალიერება შეეძლოთ. ამასთან პროექტში ჩართული ახალგაზრდები თავადვე ყვებოდნენ ფოტოების გადაღების პროცესზე. მათი თქმით, ფოტორეპორტაჟები საზოგადოებისთვის, მათ შორის კი ახალი თაობისთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე მომზადდა."იყო ისეთი თემები, როგორიცაა სპორტი, ხელოვნება, მიუსაფარი ცხოველები და ა.შ. გარდა იმისა, რომ ჩვენი, ანუ ახალგაზრდების დამეგობრება შედგა, მოხარული ვარ იმით, რომ პროფესიულადაც ამ სფეროში სიახლეები გავიგე და მიღებულ უნარებს გამოვიყენებ მომავალშიც", - აღნიშნა პროექტის მონაწილე მაკო ქირიამ.ნებისმიერ მსურველს ე.წ სურვილების ბარათებზე წარწერების დატოვება შეეძლო. პროექტი "We ConnAct", რომელიც 6 თვე მიმდინარეობდა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print