ახალი ამბები
ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი იწვის (ფოტო)
ზუგდიდში, პირველი მაისის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ წუთებში ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებისთვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. რადიო "ათინათს" თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ნაქირავებ სახლში ხანძრის გაჩენის მომენტში დედა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გარეთ გასვლა დროულად შეძლეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ამ დროისთვის დამწვარია სახლის დიდი ნაწილი, ავეჯისა და ნივთების გამოტანა კი ვერ ხერხდება.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
Print