ახალი ამბები
მესტიაში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან იღებს სტარტს. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ანსამბლი "ბანი" და ჯგუფი რეზო და ბავშვები იმღერებენ. ღონისძიება საქარველოს მთავრობის ორგანიზებით "ახალი წლის დღეების" ფარგლებში იმართება


Print