ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება მესტიაში მომხდარ ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. უწყების ცნობით, სამართალდამცავები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ინფორმაციისთვის, სოფელ ეცერში 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, კიდევ 1 კი დაჭრილია. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია და ის მორიგეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
Print