ახალი ამბები
ცაცხვის ტერიტორიაზე დაზიანებული ბოძის გამო მოძრაობა შეიზღუდა
ზუგდიდის სოფელ ცაცხვის ცენტრში ძლიერმა ქარმა გარე განათების ბოძი დააზიანა, რის გამოც ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ. 

ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ბოძის დემონტაჟს იწყებენ. 

ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება. სტიქიამ პრობლემები სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა.
Print