ახალი ამბები
ყულიშკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მათივე თქმით, შენობა სრულად დაიწვა და ოჯახმა ნივთების გამოტანა ვერ მოასწრო. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა. 

მერიის ცნობით, დაზარალებულ ოჯახს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევენ. ამასთან მერია მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს და სამასალე მორების მიღებაზე შუამდგომლობას გაუწევს.
Print