რეგიონი
ზუგდიდში ეროვნული გმირის მამია ალასანიას ბიუსტის დადგმა იგეგმება
ზუგდიდში, ევროპის პარკში, ეროვნული გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მამია ალასანიას ბიუსტის დადგმა იგეგმება. ამ საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ქანდაკება, სავარაუდოდ, გენო ადამიას ბიუსტის გვერდით განთავსდება.

პოლკოვნიკი მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, ანაკლიაში დაიბადა. ის 1993 წლის 27 სექტემბერს, 50 წლის ასაკში სეპარატისტებმა სოხუმში მოკლეს. მისი ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით თბილისში დაკრძალეს.


Print