ახალი ამბები
გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.  ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, „ავტოინსპექციის“ საგუშაგოსთან ერთმანეთს Hyundai - ს და Volkswagen - ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია.

"საგანგებოში"  შეტყობინება მომხდარზე დილის საათებში შევიდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო მანქანაც. 




Print