ახალი ამბები
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
დღეს, 7 აპრილს, ენგურის ხიდი დაიკეტა. აფხაზურ მხარეს ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც გალის მცხოვრებლებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, ენგურზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვას, გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმი 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს და უსაფრთხოების მიზნით იღებს ზომებს. ამავე ცნობით,  სავარაუდოდ, ხიდზე მიმოსვლა 10 აპრილიდან აღდგება.

ამ ეტაპზე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთა მოქალაქეებს ცალმხრივად, ანუ გალის მიმართულებით შეუძლიათ. ასევე, ე.წ. საგუშაგოზე ატარებენ ენგურჰესის თანამშრომლებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს.


Print