ახალი ამბები
ლიხნის ცაცხვის დაზიანებაში ეჭვმიტანილები დააკავეს - სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა სოფელ ლიხნიში მდებარე ისტორიული კავკასიური ცაცხვის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. კერძოდ, ტელეგრამის არხები D News Abkhazia და AMPA - life იტყობინებიან ამის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, „აფსნიპრესს“ გუდაუთის რაიონის „პროკურორმა“ ედუარდ შამბამ განუცხადა, რომ „ყველა სტრუქტურა მუშაობს და მათ მალე მიაწვდიან ინფორმაციას“.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გუდაუთის რაიონის „პროკურატურამ“ ლიხნის ცაცხვის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სოფელ ლიხნიში მდებარე კავკასიური ცაცხვის ხის დაზიანების შესახებ სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ინფორმაცია 6 აპრილს გავრცელდა.

აფხაზმა ეკოლოგმა რომან დბარმა ფაქტი ვანდალიზმად შეაფასა და განაცხადა, რომ ხე, რომელიც სავარაუდოდ 150 წლისაა და რომელსაც აფხაზები "სულიერ სიბოლოდ" მიიჩნევენ, დიდი ალბათობით, ვერ გადარჩება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვანდალიზმის აქტი დაგმეს დე ფაქტო ხელისფულების წარმომადგენლებმა და ე.წ. პარლამენტის დეპუტებმა.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ მომხდარი ტერორისტულ აქტს შეადარა და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა, ყველა საჭირო ზომა მიიღონ დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად.







Print