ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ბავშვები 1-ლი ივლისიდან 200 ლარს მიიღებენ - სამინისტრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით,  აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.

პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.
Print