ახალი ამბები
წალენჯიხაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხაში ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი", მოძრავ საოპერაციო ბლოკში თვალის ოპერაციებს ატარებს. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან. ინფორმაციას გუბერნატორის პრესცენტრი აცრცელებს.

"დღეს წალენჯიხაში მიმდინარეობს პროცესი, მანამდე გვქონდა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში, მნიშვნელოვანია რომ მოქალქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფინანსდებათ ეს ოპერაციები. მეორე ეტაპისთვის ეს სამედიცინო აქცია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება", - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
Print