ახალი ამბები
ნათია გადელიამ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ იასპარეზა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ზუგდიდელმა სპორტსმენმა B ჯგუფის ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით 90/94 კგ. დაძლია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.

ამასთან, ძალოსანმა აკვრაში 115/121 კილოგრამის ძლევით კვლავ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 215 კილოგრამით კი ჯგუფში მეოთხეა.

ნათია გადელია ძალოსნობაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულია.


Print