ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვიდან "მარადიული ცეცხლის" ნაწილი ჩაიტანეს
სოხუმში კრემლის კედელთან ანთებული "მარადიული ცეცხლის" ნაწილი ჩაიტანეს. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, "ხსოვნის ცეცხლს" რესპუბლიკის ყველა რაიონსა და ქალაქში გაანაწილებენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალებთან მიიტანენ.

აქცია "ხსოვნის ცეცხლი" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "როსსოტრუდნიჩესტვოს" წარმომადგენლობის და რუსეთის საელჩოს ორგანიზებით იმართება.


ამავე ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს ქალაქში სხვდასხვა ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის აღლუმი, რომელშიც 600 - მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

Print