რეგიონი
სოხუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სოხუმში, 23 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, მოკლულია 21 წლის თურქეთის მოქალაქე აიდინ ახმეტი.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, საავადმყოფოშია მოთავსებული.

დამნაშავეთა დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამავე თემაზე:


სოხუმის ცენტრში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
Print