რეგიონი
განმუხურში ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, განმუხურში ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, სადაც სპეციალური სამკითხველოები განთავსდება და შესაძლოა სამომავლოდ გემბანზე საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს.

,,მრავალმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობა მივიღეთ; ეს იქნება სოფელ განმუხურში მდგარი გემი-ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალური სამკითხველოები მოეწყობა და არის განზრახვა, რომ გემბანზე სამომავლოდ საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს. გარდა ნიკო კვარაცხელიას სახელისა, რომელიც ნაადრევად გამოვასალმეთ სიცოცხლეს და რომლის სახელიც განათლებულ მომავალთან კავშირს გულისხმობს, ეს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი შეხსენება იქნება იმისა, რომ ერთმანეთთან მიმავალი გზა სწორედ ცოდნისა''  - წერს გიორგი კეკელიძე თავის Facebook გვერდზე.

მისივე განმარტებით, პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი განახორციელებს და მთავარი მხარდამჭერი ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი იქნება.

ამავე თემაზე:

განმუხურის სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემზე ბიბლიოთეკის მოწყობა სურთ

განმუხურში, გემი-ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილება ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება


Print