ახალი ამბები
რიწის პარკში ქვათაცვენას რუსი ტურისტი ემსხვერპლა
რიწის პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული.

შეტყობინებაში ვკითხულობთ, რომ იუფშარის კანიონში ქვათაცვენა დაიწყო და კლდის ნატეხები გამავალ ავტომობილს დაეცა. შედეგად, დაიღუპა რუსეთის პენზის ოლქის მკვიდრი, 27 წლის ვლადისლავ ვიშნიაკოვი. ავტომობილში მყოფი მეორე მგზვარი, 28 წლის ალბინა კოპეევა დაშავდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.




Print