ახალი ამბები
მაშველები რიწის ხეობაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მეორე დღეა მაშველები ადგილობრივ მცხოვრებს, 26 წლის ადგურ ბგეუს ეძებენ.

ამავე ცნობით, წინა დღით, მათ რიწის ხეობაში, მდინარეების ბზიფის და გეგას შესართავთან, სავალი ნაწილიდან გადავარდნილი Hyundai Accent - ის მარკის ავტომობილი იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, შეჯახების შედეგად მძღოლი მდინარეში ჩავარდა. ძიებას წვიმების გამო მომატებული წყლის დონე და ძლიერი დინება ართულებს.

მანამდე, „საგანგებომ“ გაავრცელა ინფორმაცია რიწის პარკში რუსი ტურისტის დაღუპვის შესახებ. მამაკაცი ავტომობილს მართავდა, რა დროსაც ქვათაცვენაში მოჰყვა.



 

Print