ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, შესაბამის განცხადებას, ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც, მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები.


Print