ახალი ამბები
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა სოფელ კოკიდან დაიწყო - სეს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში იმ სოფლებში, სადაც ფაროსანას დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, თერმული ნისლით წამლობა დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკის ტერიტორია და გარე პერიმეტრი.

ამავე ცნობით, ხორციელდება წერტილოვანი წამლობები წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე.

"ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოში უკვე დამუშავებულია 4746.55 ჰა ფართობი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში სულ განთავსებულია 54 570 სპეციალური სადგური",- ვკითხულობთ სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.

წამლობა გამოზამთრების ფაზის დადგომამდე გაგრძელდება.
Print