ახალი ამბები
ხობში 30 ვიდეო სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდება
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30 ვიდეო სამეთვალყურეო კამერის დასამონტაჟებლად ადგილობრივმა მერიამ 211 000 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა და მასში წინადადებები 3 ივლისის ჩათვლით მიიღება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კამერებს შორის 21 ზოგადი ხედვის იქნება, 9 კი - ნომრის ამომცნობი. ამავე დოკუმენტაციით, ღირებულებაში შედის სხვადასხვა სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფისა და ლიზენციის შესყიდვაც.

აქვე ვკითითხულობთ, რომ გამარჯვებულმა უნდა უაზრუნველყოს სტრიმის მიწოდება 112-ში ერთი წლის განმავლობაში.

„ა ტიპის“ კამერის „კომპლექტი ფიზიკურად და პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს 240კმ/სთ სიჩქარით გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრის ამოცნობას და საერთო რაოდენობის სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი სიზუსტით.

„ბ ტიპის კამერები ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს და გამართულად მუშაობს ყველა ფუნქცია. „, - წერია სატენდერო ინფორმაციაში.



Print