ახალი ამბები
ზუგდიდელმა აქტივისტმა პრეზიდენტის სასახლესთან ევროკავშირის დროშა დაწვა

მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" წევრი ხატია ჯანაშია სამართალდამცავებმა ევროკავშირის დროში დაწვის ფაქტზე 1000 ლარით დააჯარიმეს.


საჯარიმო ქვითრის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

 


ჯანაშიამ დროშა პრეზიდენის ორბელიანების სასახლესთან გუშინ დაწვა, რასაც მისი თანხმლები პირი მობილური ტელეფონით იღებდა. ისინი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.




 

Print