ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში "რეფერენდუმის" ჩატარების ინიციატივით გამოდიან
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია "აიაირა" "მთავრობისა" და "პრეზიდენტის" მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის საკითხთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, ინფორმაციას სააგენტო "აიაშარა" ავრცელებს.

ამავე ცნობით, ორგანიზაციის წევრები "რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას" მიმართავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "კანონმდებლობით", "რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები". "რეფერენდუმის" ჩატარების ინიციატივით მოქალაქეებსაც შეუძლიათ გამოსვლა, რისთვისაც, სულ ცოტა, 25 ადამიანისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, "რეფერენდუმის" მოთხოვნით მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.



Print