რეგიონი
წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი მიმდინარეობს (ფოტო)
წალენჯიხაში, გრანელის პარკში ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. “გრანელობა” - ასე ჰქვია ორდღიან ღონისძიებას, რომელშიც ათობით ავტორი და არაერთი გამომცემელი მონაწილეობს.

ფესტივალი “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძისა და წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მიმართვებით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება წიგნების გამოფენა - გაყიდვა, სტუმრები კი სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში 20-მდე გამომცემლობა და 27 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამა აერთიანებს, როგორც ქართულ, ზოგად კოლხურ, ასევე საერთაშორისო, მათ შორის, უკრაინულ თემატიკას. ღონისძიება ასევე მოიცავს ბლოგს ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე. ფესტივალზე გრანელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან.

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.
Print