ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მოძრაობას დღეიდან განაახლებს
დღეს, 3 ივლისს მოძრაობა აღდგება საქართველოს რკინიგზაზე. კომპანიის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05

#807 ბათუმი-თბილისი 17:15

#801 ბათუმი-თბილისი 18:20

#812 თბილისი-ბათუმი 0:35

#811 ბათუმი-თბილისი 0:45

#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25

#874 თბილისი-ფოთი 17:30

უამინდობის გამო მატარებლებს პრობლემა თავდაპირველად 29 ივნისს შეექმნა. მოგვიანებით, 1 ივლისს ჩამოწოლილი მეწყერის გამო სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა შეაჩერეს. 










Print