ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ავიაციის წვრთნები მიმდინარეობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო თვითმფრინავების სასწავლო ფრენები მიმდინარეობს, ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, "ყველა ფრენა მხოლოდ სასწავლო ხასიათს ატარებს, ფრენის მარშრუტები, ფრენის ზონები და ფრენის სიმაღლეები საბრძოლო მომზადების კურსის შესაბამისადაა განსაზღვრული". შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომელი საჰაერო ხომალდები ღებულობენ წვრთნებში მონაწილეობას.

2021 წელს აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი "საჰაერო ძალების მოდერნიზებაში" მოსკოვის დახმარებას ელოდება. მისივე თქმით, "აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ ის განახლებას საჭიროებს".





Print