ახალი ამბები
ზუგდიდელი ნიკა ჯიქია ევროპის ვიცე ჩემპიონია
ზუგდიდელმა ნიკა ჯიქიამ ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაცის ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.


ფედერაციაში განმარტავენ, რომ მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა შორის ნიკა ჯიქიამ (81 კგ) თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 110 / 114 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ნიკა ჯიქიამ აკვრაში თავი 131 / 136 / 138 კილოგრამს გაართვა და კვლავს ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდში მოგროვილი 252 კილოგრამითაც მან ვერცხლი მოიპოვა.


Print