ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად 35 ათას ლარზე მეტი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 65 ადგილობრივი მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შემეცნებით საზაფხულო ბანაკს მოაწყობს, რისთვისაც სასტუმროს მომსახურებაში 35 600 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სასტუმროში დაბინავება, კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) ასევე, საკონფერენციო დარბაზით მომსახურება.

სასტუმრო ანაკლიაში ან განმუხურში უნდა მდებარეობდეს.

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში 7-დან 12 აგვისტოს ჩათვლით იქნებიან.
Print